რეგისტრაცია
პრეპარატების ცნობარი

ვეტმენის საჯარო პრეპარატების ცნობარის გამოყენების პირობები

ვერსია 1.0 · ძალაში შედის: 18 ოქტ 2026

1. ვინ ვართ. ცნობარს (vetman.app/ka/refs/ და vetman.app/en/refs/, შემდგომში „ცნობარი“) მართავს შპს ტელვო (ს/ნ 205218334), ვეტმენის მფლობელი. ცნობარის გახსნით ეთანხმებით ამ პირობებს.

2. ვისთვისაა. ცნობარი პროფესიული ცნობარია ვეტერინარი ექიმებისა და ვეტერინარული სფეროს სპეციალისტებისთვის. ის არ არის რეკლამა, არ არის განკუთვნილი ცხოველის მფლობელის თვითმკურნალობისთვის და არ ცვლის ვეტერინარის კონსულტაციას.

3. რას შეიცავს. ცნობარში თავმოყრილია საჯარო წყაროებიდან აღებული ფაქტები: რეგისტრაცია საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, კონტროლის სტატუსი, დოზები, გაფრთხილებები და ურთიერთქმედებები. თითოეულ მონაცემს აქვს წყარო და გადამოწმების თარიღი. ცნობარი არ ყიდის პრეპარატებს, არ აჩვენებს ფასებს და არ მიუთითებს, სად შეიძლება მათი შეძენა.

4. ცნობარი „როგორც არის“. ცნობარი უფასოა და მოცემულია „როგორც არის“, ყოველგვარი გარანტიის გარეშე: არ ვიძლევით გარანტიას, რომ ინფორმაცია სრული, ზუსტი ან განახლებულია, ან რომ ცნობარი ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება. დოზის ან მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებთ თქვენ, საკუთარი კლინიკური შეფასებით და პრეპარატის ოფიციალური ინსტრუქციის (SPC) მიხედვით. შპს ტელვო და ვეტმენი არ აგებენ პასუხს არანაირ ზიანზე, პირდაპირსა თუ არაპირდაპირზე, რომელიც მიყენებულია ცნობარის გამოყენებით, გამოუყენებლობით ან მისი ინფორმაციით. ცნობარის გამოყენებით ეთანხმებით, რომ ამ ზიანთან დაკავშირებით პრეტენზიას ჩვენ მიმართ არ წაუყენებთ.

5. კონტროლირებადი ნივთიერებები. ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ ინფორმაცია მოცემულია მხოლოდ პროფესიული მიზნით. მათი შეძენა, შენახვა და გამოყენება ხდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საავტორო უფლება და ბაზის დაცვა. ცნობარის მონაცემთა ბაზა, მისი სტრუქტურა და ტექსტები ეკუთვნის შპს ტელვოს და დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონით, მათ შორის VII თავით (მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება). შეგიძლიათ:

  • ნახოთ, დაბეჭდოთ და პირადად ან სამუშაოში გამოიყენოთ ცალკეული გვერდები;
  • ციტირება მოახდინოთ ცალკეული ფაქტისა, ცნობარის მითითებით.

აკრძალულია:

  • ცნობარის ან მისი არსებითი ნაწილის ავტომატური ან მასობრივი კოპირება (scraping, crawling, ავტომატური ჩამოტვირთვა), გარდა საძიებო სისტემების ჩვეულებრივი ინდექსაციისა;
  • ცალკეული ნაწილების სისტემატური ამოღება, რომელიც ერთად ბაზის არსებით ნაწილს ქმნის;
  • მონაცემების გამოყენება სხვა ბაზის, აპლიკაციის, ცნობარის ან ხელოვნური ინტელექტის მოდელის შესაქმნელად ან შესავსებად, ჩვენი წერილობითი ნებართვის გარეშე;
  • დაცვის მექანიზმების გვერდის ავლა (სიჩქარის შეზღუდვა, ბლოკირება).

7. სასაქონლო ნიშნები. პრეპარატებისა და მწარმოებლების სახელები ეკუთვნის მათ მფლობელებს და ცნობარში გამოყენებულია მხოლოდ პრეპარატის აღსანიშნავად. ვეტმენი არ არის დაკავშირებული მწარმოებლებთან და მათგან ანაზღაურებას არ იღებს.

8. გარე წყაროები. ბმულები გარე წყაროებზე (EMA, FDA, VMD, რეესტრები და სხვა) მოცემულია მითითებისთვის. მათ შინაარსზე პასუხს ვერ ვაგებთ.

9. შეცდომის შეტყობინება. თუ შეცდომას ან მოძველებულ ინფორმაციას იპოვით, გვაცნობეთ ცნობარის ფორმით „შეცდომა ან დამატების თხოვნა“. ფორმიდან მიღებულ მონაცემებს ვამუშავებთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიხედვით.

10. დაცვა და პერსონალური მონაცემები. ცნობარის დასაცავად ვაღრიცხავთ ავტომატური წვდომის მცდელობებს. რა მონაცემს ვინახავთ და რამდენ ხანს, წერია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

11. ცვლილებები. პირობები შეიძლება შეიცვალოს. ახალი ვერსია ქვეყნდება ამავე მისამართზე, ძალაში შესვლის თარიღით.

12. მოქმედი კანონი. ამ პირობებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.

ეს ყველაფერი ვეტმენში დანიშნულების წერისას ჩანს

დოზა პაციენტის წონის მიხედვით, საქართველოში რეგისტრაცია და კონტროლის სტატუსი, პირდაპირ დანიშნულებაში.