რეგისტრაცია
პრეპარატების ცნობარი
კლინიკური ცნობარი

სითხეებით თერაპია ძაღლსა და კატაში

ვეტერინარი სპეციალისტებისთვის განკუთვნილი პროფესიული ცნობარი. კლინიკურ შეფასებას არ ცვლის.

კალკულატორი
გაიდლაინი ან კონსენსუსი
მტკიცებულებების განხილვის საფუძველზე ვეტერინარ სპეციალისტთა ჯგუფის შეთანხმებული რეკომენდაციები. პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ გამოიყენება და ერთადერთ სავალდებულო მიდგომას არ განსაზღვრავს.

კალკულატორი მხოლოდ ქვემოთ მოცემულ მაჩვენებლებს ითვლის. თერაპიის გეგმას, სითხის ტიპსა და შეყვანის სიჩქარეს ვეტერინარი განსაზღვრავს; ცხოველის მდგომარეობა რეგულარულად უნდა შეფასდეს და გეგმა შესაბამისად შეიცვალოს.

შემანარჩუნებელი მოცულობა
გაიდლაინი ან კონსენსუსი
მტკიცებულებების განხილვის საფუძველზე ვეტერინარ სპეციალისტთა ჯგუფის შეთანხმებული რეკომენდაციები. პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ გამოიყენება და ერთადერთ სავალდებულო მიდგომას არ განსაზღვრავს.

ფორმულაძაღლიკატა
კილოგრამზე60 მლ/კგ/დღე40 მლ/კგ/დღე
ალომეტრიული132 × კგ0,75 მლ/დღე80 × კგ0,75 მლ/დღე
წრფივი, მუდმივით30 × კგ + 70 მლ/დღე30 × კგ + 70 მლ/დღე
ლეკვები და კნუტებიზრდასრული ცხოველის მაჩვენებელი × 3ზრდასრული ცხოველის მაჩვენებელი × 2,5
  • არცერთი ფორმულის უპირატესობა სხვა ფორმულებთან შედარებით დადასტურებული არ არის. დღიური მოცულობა 24 საათზე ნაწილდება.
  • ჯამში ითვლება პირით ან ზონდით მიღებული წყალი და თხევადი საკვები, ასევე ინექციებთან, ინფუზიებთან და კათეტერის გამორეცხვასთან ერთად შეყვანილი სითხე.
  • ყველა პაციენტისთვის „ორმაგი შემანარჩუნებელი სიჩქარის" გამოყენება რეკომენდებული არ არის: ამ სიჩქარით 5%-იანი დეფიციტის შევსებას დაახლოებით 33 საათი სჭირდება, რაც რეკომენდებულ 12-24 საათს აღემატება.

დეჰიდრატაციის დეფიციტი
გაიდლაინი ან კონსენსუსი
მტკიცებულებების განხილვის საფუძველზე ვეტერინარ სპეციალისტთა ჯგუფის შეთანხმებული რეკომენდაციები. პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ გამოიყენება და ერთადერთ სავალდებულო მიდგომას არ განსაზღვრავს.

დეფიციტი (მლ) = სხეულის მასა (კგ) × დეჰიდრატაცია (%) × 10

  • დეფიციტი 12-24 საათში უნდა შეივსოს შემანარჩუნებელ მოცულობასა და მიმდინარე დანაკარგებთან ერთად. შემდეგ პაციენტი ხელახლა შეაფასეთ; თუ დეჰიდრატაცია არ გამოსწორდა, დეფიციტი მომდევნო 12-24 საათისთვის თავიდან გამოთვალეთ.
  • დაგეგმილი ანესთეზიის წინ დეფიციტის დაახლოებით 80%-ს წინა 24 საათში ასწორებენ.

დეჰიდრატაციის შეფასება გასინჯვით

დეჰიდრატაციანიშნები
< 5%გასინჯვით არ ვლინდება
5-6%კანის ტურგორის მცირე ცვლილება
6-8%კანის ტურგორი ოდნავ დაქვეითებულია, ლორწოვანი გარსები მშრალია
8-10%კანის ტურგორი აშკარად დაქვეითებულია, თვალები ორბიტაშია ჩაცვენილი
10-12%კანის ნაოჭი არ სწორდება, რქოვანა მქრქალია, ჰიპოვოლემიის ნიშნები
> 12%ჰიპოვოლემიური შოკი, სიკვდილის რისკი

მხოლოდ მიახლოებითი შეფასებაა. ლორწოვანი გარსები შეიძლება დეჰიდრატაციის გარეშეც იყოს მშრალი, მაგალითად, თირკმლის დაავადებისას. აწონეთ ცხოველი: მასის ცვლილება დაკვირვების ყველაზე სასარგებლო მაჩვენებელია.

ჰიპოვოლემია: ბოლუსი
გაიდლაინი ან კონსენსუსი
მტკიცებულებების განხილვის საფუძველზე ვეტერინარ სპეციალისტთა ჯგუფის შეთანხმებული რეკომენდაციები. პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ გამოიყენება და ერთადერთ სავალდებულო მიდგომას არ განსაზღვრავს.
გაიდლაინი ან კონსენსუსი
მტკიცებულებების განხილვის საფუძველზე ვეტერინარ სპეციალისტთა ჯგუფის შეთანხმებული რეკომენდაციები. პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ გამოიყენება და ერთადერთ სავალდებულო მიდგომას არ განსაზღვრავს.

ძაღლიკატა
იზოტონური ბუფერული კრისტალოიდი, ერთი ბოლუსი15-20 მლ/კგ5-10 მლ/კგ
შეყვანის დრო15-30 წუთი15-30 წუთი
  • ყოველი ბოლუსის შემდეგ ხელახლა შეაფასეთ პერფუზია: გულისცემის სიხშირე, კაპილარული ავსების დრო, პულსის ხარისხი, არტერიული წნევა და ცნობიერების მდგომარეობა. თუ მაჩვენებლები გაუმჯობესდა, მაგრამ ნორმას ვერ მიაღწია, გაიმეორეთ იმავე ან უფრო მცირე მოცულობის ბოლუსი.
  • შოკში მყოფ კატას ხშირად აღენიშნება ბრადიკარდია, ჰიპოთერმია და ჰიპოტენზია და სითხით ადვილად იტვირთება: გამოიყენეთ მცირე, 5 მლ/კგ ბოლუსები და აქტიური გათბობა.
  • 2013 წლის გაიდლაინში მოცემული მთლიანი „შოკური დოზების" (ძაღლი 80-90 მლ/კგ, კატა 50-55 მლ/კგ) ნაცვლად, მოცულობა განისაზღვრება განმეორებითი მცირე ბოლუსებითა და ყოველი ბოლუსის შემდეგ პერფუზიის შეფასებით.

სითხე ზოგადი ანესთეზიისას
გაიდლაინი ან კონსენსუსი
მტკიცებულებების განხილვის საფუძველზე ვეტერინარ სპეციალისტთა ჯგუფის შეთანხმებული რეკომენდაციები. პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ გამოიყენება და ერთადერთ სავალდებულო მიდგომას არ განსაზღვრავს.
გაიდლაინი ან კონსენსუსი
მტკიცებულებების განხილვის საფუძველზე ვეტერინარ სპეციალისტთა ჯგუფის შეთანხმებული რეკომენდაციები. პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ გამოიყენება და ერთადერთ სავალდებულო მიდგომას არ განსაზღვრავს.

ძაღლიკატა
საწყისი სიჩქარე5 მლ/კგ/სთ3-5 მლ/კგ/სთ
  • გულისა და თირკმლის ნორმული ფუნქციის მქონე ცხოველისთვის. ჯანმრთელ ცხოველს ხანმოკლე ინექციური ანესთეზიისას ინტრავენური სითხე ხშირად არ სჭირდება.
  • როცა ერთი ანესთეზიის განმავლობაში 20 მლ/კგ შევიდა, გეგმა ხელახლა უნდა შეფასდეს.
  • ადრე ჩვეულებრივი 10 მლ/კგ/სთ მტკიცებულებას არ ეყრდნობოდა და აღარ არის რეკომენდებული.

კალიუმის ქლორიდის დამატება
გაიდლაინი ან კონსენსუსი
მტკიცებულებების განხილვის საფუძველზე ვეტერინარ სპეციალისტთა ჯგუფის შეთანხმებული რეკომენდაციები. პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ გამოიყენება და ერთადერთ სავალდებულო მიდგომას არ განსაზღვრავს.

შრატის K+, მეკვ/ლKCl, მეკვ/კგ/სთ
<2,00,5
2,0-2,50,3-0,4
2,6-3,00,2-0,25
3,1-3,50,1-0,15
>3,50,05
  • არ გადააჭარბოთ 0,5 მეკვ/კგ/სთ-ს. კალიუმიან სითხეს ბოლუსად არასოდეს შეჰყავთ.
  • ლიტრზე დასამატებელი რაოდენობა სიჩქარეზეა დამოკიდებული: მეკვ/ლ = მეკვ/კგ/სთ × სხეულის მასა (კგ) ÷ სიჩქარე (ლ/სთ). სიჩქარის ყოველი ცვლილებისას თავიდან ითვლიან.
  • კალიუმის დამატების შემდეგ პარკი კარგად აურიეთ და გამოიყენეთ ინფუზომატი. თუ ჰიპოკალიემია შენარჩუნებულია, შეაფასეთ მაგნიუმის დონე. ჰიპერკალიემიისას კალიუმი არ დაამატოთ.

კანქვეშა სითხეები
გაიდლაინი ან კონსენსუსი
მტკიცებულებების განხილვის საფუძველზე ვეტერინარ სპეციალისტთა ჯგუფის შეთანხმებული რეკომენდაციები. პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ გამოიყენება და ერთადერთ სავალდებულო მიდგომას არ განსაზღვრავს.

  • 20-30 მლ/კგ დღეში ერთხელ ან ორჯერ, რამდენიმე ადგილას გადანაწილებით; ერთ ადგილზე არაუმეტეს 10-20 მლ/კგ.
  • დაბალანსებული იზოტონური კრისტალოიდი (რინგერ-ლაქტატი ან მსგავსი ხსნარი). 0,9% ნატრიუმის ქლორიდი კანქვეშ რეკომენდებული არ არის: დაბალი pH-ის გამო ინექცია შეიძლება მტკივნეული იყოს.
  • არ არის განკუთვნილი ცხოველისთვის, რომელიც დეჰიდრატირებული არ არის: სარგებელი არ აქვს და გულის დაავადების ან სისხლში ცილის დაბალი დონის დროს შეიძლება ზიანი მოიტანოს. ყოველ პაციენტს ახალი სისტემა და პარკი.

წვეთების სიჩქარე
გაიდლაინი ან კონსენსუსი
მტკიცებულებების განხილვის საფუძველზე ვეტერინარ სპეციალისტთა ჯგუფის შეთანხმებული რეკომენდაციები. პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ გამოიყენება და ერთადერთ სავალდებულო მიდგომას არ განსაზღვრავს.

წვეთები წუთში = სიჩქარე (მლ/სთ) × სისტემის წვეთოვანი ფაქტორი (წვეთი/მლ) ÷ 60

  • მაკროსისტემის წვეთოვანი ფაქტორია 10, 15 ან 20 წვეთი/მლ, მიკროსისტემისა კი - 60 წვეთი/მლ. მიკროსისტემა მცირე პაციენტებისთვისაა შესაფერისი; მისი გამოყენებისას წვეთების რაოდენობა წუთში რიცხობრივად უდრის მლ/სთ-ს.
  • გრავიტაციულ სისტემას სიგნალი არ აქვს და სიჩქარე ცხოველის პოზასა და პარკის სიმაღლეზე იცვლება: პარკზე მონიშნეთ დონე და შეყვანილი მოცულობა ყოველ 1-2 საათში შეამოწმეთ. შესაძლებლობისას ინფუზომატი გამოიყენეთ.

სითხით გადატვირთვა და მონიტორინგი
გაიდლაინი ან კონსენსუსი
მტკიცებულებების განხილვის საფუძველზე ვეტერინარ სპეციალისტთა ჯგუფის შეთანხმებული რეკომენდაციები. პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ გამოიყენება და ერთადერთ სავალდებულო მიდგომას არ განსაზღვრავს.
გაიდლაინი ან კონსენსუსი
მტკიცებულებების განხილვის საფუძველზე ვეტერინარ სპეციალისტთა ჯგუფის შეთანხმებული რეკომენდაციები. პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ გამოიყენება და ერთადერთ სავალდებულო მიდგომას არ განსაზღვრავს.

სითხით გადატვირთვისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან კატები, პატარა ძაღლები და გულის დაავადების ან ოლიგურიული თირკმლის დაავადების მქონე ცხოველები.

  • სხეულის მასის 10%-ზე მეტით მატება.
  • გახშირებული ან გაძნელებული სუნთქვა, ფილტვის კრეპიტაცია, SpO2-ის დაქვეითება.
  • გულზე ახალი შუილი ან გალოპის რიტმი, განსაკუთრებით კატაში.
  • ქემოზი, კანქვეშა შეშუპება, შეშუპებული კიდურები; სეროზული გამონადენი ცხვირიდან.
  • პლევრული გამონაჟონი ან ასციტი.

მონიტორინგი: ცხოველს დღეში ორ-სამჯერ წონიან, სუნთქვის სიხშირეს ყოველ 1-2 საათში ითვლიან, შეყვანილსა და გამოყოფილს აღრიცხავენ და გეგმას რეგულარულად გადახედავენ. გადატვირთვის ნიშნებისას ინფუზიას აჩერებენ ან კათეტერის გამავლობის შესანარჩუნებელ სიჩქარემდე ანელებენ.

საინფუზიო ხსნარები ცნობარში

მოქმედი ნივთიერებები: გლუკოზა, კალიუმის ქლორიდი, კალციუმის ქლორიდი, ნატრიუმის ლაქტატი, ნატრიუმის ქლორიდი

პრეპარატები: გლუკოზა დენტაფილ პლუსი, გლუკოზა დეცეფრაგი, გლუკოზა რეკა-მედი, გლუკოზა ფარმატექი, ნატრიუმის ქლორიდი აკულაიფი, ნატრიუმის ქლორიდი ბრაუნი, ნატრიუმის ქლორიდი დენტაფილ პლუსი, ნატრიუმის ქლორიდი ლიქორი, ნატრიუმის ქლორიდი რეკა-მედი, ნატრიუმის ქლორიდი-SEEM, ნეოფლექსი, ნეოფლექსი დექსტროზა, პოლიფლექსი, პოლიფლექსი დექსტროზა, რინგერ ლაქტატი-SEEM

ჩამონათვალი ნავიგაციისთვისაა; გვერდი პრეპარატს არ გირჩევთ. თითოეული ხსნარის შემადგენლობა მის ინსტრუქციაში შეამოწმეთ.

წყაროები

ეს ყველაფერი ვეტმენში დანიშნულების წერისას ჩანს

დოზა პაციენტის წონის მიხედვით, საქართველოში რეგისტრაცია და კონტროლის სტატუსი, პირდაპირ დანიშნულებაში.