ცხოველები და სამედიცინო ჩანაწერები
პაციენტის ან ბინადრის ძირითადი მონაცემები და სრული ისტორია.
- ამბულატორია და ვიზიტები
- ლაბორატორია და ქირურგია
- დანიშნულებები და პროფილაქტიკა
ვეტმენი აერთიანებს ცხოველების ჩანაწერებს, ვიზიტებს, მკურნალობას, მოვლას, მარაგებს, გაყიდვებსა და ფინანსებს. კონფიგურაცია ირჩევა საქმიანობის ტიპისა და გუნდის საჭიროებების მიხედვით.

საიტზე გამოქვეყნებული ეკრანის სურათები და აღწერები ასახავს პროგრამის მდგომარეობას გამოქვეყნების მომენტისთვის. ვეტმენი მუდმივად ვითარდება, ამიტომ მიმდინარე ინტერფეისი და ფუნქციონალი შეიძლება განსხვავდებოდეს. აქტუალურ მდგომარეობას ასახავს თავად სისტემა და დემო ვერსია.
ძირითადი შესაძლებლობები ოთხ ჯგუფადაა წარმოდგენილი. კონკრეტული მოდულები დამოკიდებულია არჩეულ პაკეტსა და კონფიგურაციაზე.
პაციენტის ან ბინადრის ძირითადი მონაცემები და სრული ისტორია.
ცხოველის ყოფნის, მოვლისა და პასუხისმგებელი გუნდის აღრიცხვა.
პროდუქციის მოძრაობა მიღებიდან გამოყენებამდე ან გაყიდვამდე.
წვდომები, გადახდები და საქმიანობის შედეგები.
ერთ სისტემაში შეიძლება გამოიყენოთ ერთი ან რამდენიმე მიმართულება.
პაციენტები, ვიზიტები, მკურნალობა, ლაბორატორია და ანგარიშსწორება.პაკეტი: კაბინეტიპაკეტი: კლინიკადემო ↗
ჯავშნები, ოთახები, მოვლის ინსტრუქციები და გადახდები.პაკეტი: სასტუმროდემო ↗
მიღება, ჯანმრთელობის ისტორია, მოვლა და გაშვილება.პაკეტი: თავშესაფარიდემო ↗
განთავსება, მკურნალობის გრაფიკი და ყოველდღიური მოვლა.პაკეტი: სტაციონარიდემო ↗
ჩანიშვნები, მომსახურების პაკეტები და ანგარიშსწორება.პაკეტი: სალონიდემო ↗
საქონელი, პარტიები, მარაგი, შესყიდვები და გაყიდვები.პაკეტი: მაღაზიადემო ↗
ჩანაწერი პროცესის ეტაპებთან ერთად მოძრაობს და დასრულების შემდეგ ისტორიაში რჩება.
ვიზიტი, ჯავშანი ან ახალი საქმე.
მომსახურება, მკურნალობა ან მოვლა.
გამოყენებული მასალა და პროდუქცია.
მომსახურება და საქონელი ერთ ანგარიშში.
დასრულებული საქმის სრული ჩანაწერი.
რეგისტრაციისას ირჩევთ საწყის პაკეტს, საჭიროების შემთხვევაში ამატებთ მოდულებს და განსაზღვრავთ ტევადობას.
მზა შემადგენლობა საქმიანობის ტიპის მიხედვით.
პაკეტში არჩეული მოდულების დამატება შეიძლება; შემავალი მოდულები არ იშლება.
თანამშრომლების, ცხოველების, კონტაქტებისა და საცავის ლიმიტები. შესაძლებელია საბაზისო ან უფრო მაღალი დონე.
ფასები და შემადგენლობა აღებულია მიმდინარე კატალოგიდან. წლიური გადახდისას მოქმედებს ათი თვის ღირებულება.
კერძო ვეტერინარისა და მცირე კაბინეტისთვის. აღრიცხავთ ჩანიშვნებსა და ვიზიტებს, მართავთ მარაგს.
490 ლარი / წელი
მოდულებიამბულატორია · ლაბორატორია · მარაგები · დანიშნულებები · პროფილაქტიკა · სერვისები და ფასები · რეპორტები
ვეტერინარული კლინიკისთვის. მართავთ ექიმების მიღებას, ლაბორატორიას, ოპერაციებს და კლინიკის დოკუმენტაციას.
1490 ლარი / წელი
მოდულებიამბულატორია · ლაბორატორია · ქირურგია · მარაგები · დანიშნულებები · პროფილაქტიკა · სერვისები და ფასები · ცნობარი · შაბლონები · რეპორტები
დიდი ვეტერინარული ცენტრისთვის. ფარავს ყველა მიმართულებას: კლინიკას, სტაციონარს, გრუმინგს და მაღაზიას.
2590 ლარი / წელი
მოდულებიამბულატორია · ლაბორატორია · ქირურგია · სტაციონარი · გრუმინგი · მარაგები · მაღაზია · დანიშნულებები · პროფილაქტიკა · სერვისები და ფასები · ცნობარი · შაბლონები · რეპორტები
ცხოველთა თავშესაფრისთვის, უფასოდ. აღრიცხავთ ცხოველებს მიღებიდან შვილად აყვანამდე.
თვიური გადასახადის გარეშე
მოდულებითავშესაფარი · მარაგები · დანიშნულებები · პროფილაქტიკა · შაბლონები
ცხოველთა სასტუმროსთვის. მართავთ ჯავშნებს, ცხოველების დატოვებას და გადახდებს.
390 ლარი / წელი
მოდულებისასტუმრო · სერვისები და ფასები · რეპორტები
ცხოველთა სტაციონარისთვის. ფარავს ჰოსპიტალიზაციას, მკურნალობის კურსებს და მოვლას.
790 ლარი / წელი
მოდულებილაბორატორია · სტაციონარი · მარაგები · დანიშნულებები · პროფილაქტიკა · სერვისები და ფასები · ცნობარი · შაბლონები · რეპორტები
ზოო- და ვეტმაღაზიისთვის. მართავთ გაყიდვებს, მარაგს და შესყიდვებს.
490 ლარი / წელი
მოდულებიმაღაზია · რეპორტები
გრუმინგის სალონისთვის. მართავთ ჩანიშვნებს, მომსახურების პაკეტებს და გადახდებს.
490 ლარი / წელი
მოდულებიგრუმინგი · სერვისები და ფასები · რეპორტები
თითოეული მოდულის სრული აღწერა იხსნება დაჭერით. პაკეტში შემავალი მოდულები მითითებულია ფასების ნაწილში.
სამედიცინო მუშაობა
პაციენტთა მიღება, ვიზიტების ჩანიშვნა და კლინიკის სამუშაო ნაკადის მართვა.
ინტერაქციული სამუშაო დაფა ოთხ ეტაპად ასახავს პაციენტის სტატუსს: მოსაცდელში, ექიმთან, ანგარიშსწორებაზე, დასრულებული. მოიცავს წინასწარი ჩაწერის კალენდარს დღის, კვირისა და თვის ხედით, სერიულ (განმეორებად) ვიზიტებს, მიღების პრიორიტეტის (ტრიაჟის) მითითებას, დისტანციურ კონსულტაციებსა და უპატრონო ცხოველის სწრაფ რეგისტრაციას.
ანალიზების მართვა, სინჯების შტრიხკოდირება, დინამიკის ანალიზი და პარტნიორ ლაბორატორიებთან მუშაობა.
კვლევების მართვა როგორც შიდა აპარატურით, ისე გარე ლაბორატორიასთან: ყოველ გაგზავნილ ანალიზზე მიუთითებთ, კლიენტი კლინიკას უხდის თუ პირდაპირ პარტნიორს, და პარტნიორის გვერდზე თვის ჩამონათვალს ხედავთ. მოიცავს სინჯების შტრიხკოდების ბეჭდვას, სახეობის, სქესისა და ასაკის მიხედვით მორგებულ ნორმებს კრიტიკული მნიშვნელობის აღნიშვნით, წინა ანალიზებთან შედარებასა და ტრენდის გრაფიკს, ექვს სპეციალიზებულ ოქმს და დასკვნის გაგზავნას პატრონის ელფოსტაზე.
ოპერაციების დაგეგმვა, ოპერაციამდელი შემოწმების ფურცელი, ანესთეზიის ოქმი და მასალების ავტო-ხარჯვა.
ქირურგიული პროცესის სრული მართვა: გუნდის გადანაწილება (ქირურგი, ანესთეზიოლოგი, ასისტენტი), ოპერაციამდელი მომზადების შემოწმების ფურცელი, ანესთეზიის ეტაპობრივი ოქმი, ინტრაოპერაციული სასიცოცხლო პარამეტრები, გართულებების აღრიცხვა და გამოღვიძების მონიტორინგი. გამოყენებული მედიკამენტები, სახარჯი მასალა და იმპლანტები ავტომატურად ჩამოიწერება მარაგიდან და ისახება ანგარიშში.
ჭკვიანი რეცეპტები წონაზე გამოთვლილი დოზებით და წამლების თავსებადობის კონტროლით.
წამლის გამოწერისას სისტემა ავტომატურად ითვლის დოზას წონის მიხედვით (მგ/კგ) და აფრთხილებს წამლების ურთიერთქმედებებზე. ჩაშენებულია ჯიშობრივი გენეტიკური მგრძნობელობის კონტროლი (MDR1 მუტაცია, მწევრებისთვის ანესთეტიკების შეზღუდვა). მხარდაჭერილია კლინიკის მზა პროტოკოლები და რეცეპტის გაგზავნა პატრონის ელფოსტაზე.
ვაქცინაციებისა და პარაზიტოლოგიის ციფრული პასპორტი და ოფიციალური სერტიფიკატი.
პაციენტის პროფილაქტიკური ისტორია: სისტემა თვითონ ითვლის შემდეგი ვაქცინაციისა თუ დამუშავების ვადას, მარაგიდან ჩამოწერს დოზას პარტიის მითითებით და აგენერირებს ოფიციალურ დასაბეჭდ სერტიფიკატს. მეპატრონეს შეხსენებას SMS-ით ან ელფოსტით უგზავნით.
პალატებისა და გალიების მართვა, წამლების მიცემის ფურცელი (MAR) და მოვლის მონიტორინგი.
ოთახებისა და გალიების დაკავებულობა ერთ სიაში: ვინ სად წევს და სად არის თავისუფალი ადგილი. ცვლის სამუშაო დაფა პერსონალს საათობრივად უჩვენებს, რა არის გასაკეთებელი ახლა და რა დაგვიანდა, მედიკამენტების ელექტრონული ფურცელი (MAR) კი ყოველ გაცემულ დოზას აღრიცხავს. მოიცავს სასიცოცხლო პარამეტრების ჟურნალს, დღიური ტარიფის ავტომატურ დარიცხვას ტარიფის ცვლილების ჩათვლით და გაწერის ოფიციალურ ფურცელს.
სპეციალიზებული მიმართულებები
ნომრების ჯავშნები, მიღება-ჩაბარების აქტი, მოვლის ინსტრუქციები და ღამისთევის ბილინგი.
სასტუმროს ნომრებისა და საცხოვრებელი სივრცეების მართვა: ჯავშანი, მიღება და გაშვება, დასაბეჭდი მიღება-ჩაბარების აქტი, კვებისა და გასეირნების დღიური ჟურნალი, სასტუმროში ყოფნისას სამედიცინო მომსახურების ჩანიშვნა და ფოტოების გაზიარება პატრონისთვის დროებითი ბმულით. ღამეები და დამატებითი მომსახურება ავტომატურად ისახება ანგარიშში.
მიუსაფარი ცხოველების რეგისტრაცია, ჩიპირება და გაშვილების ხელშეკრულება.
სპეციალურად თავშესაფრებისთვის შექმნილი უფასო მოდული: მიღების აღრიცხვა მიზეზითა და მდგომარეობით, მიკროჩიპის ნომერი, ფოტოები და ჯანმრთელობის მეთვალყურეობა. გაშვილების ეტაპზე გენერირდება ოფიციალური ხელშეკრულება და გაშვილების ბარათი ცხოველის სრული ისტორიით, დაბრუნებისა და გაუქმების ჩათვლით.
სესიების კალენდარი, მოვლის პაკეტები და Before/After ფოტოების გაზიარება პატრონისთვის.
გრუმინგ-სერვისების მენეჯმენტი: სესიების ჩანიშვნა ოსტატისა და დროის მიხედვით, მზა პაკეტები (ბანაობა, ჰიგიენა, შეჭრა), Before/After ფოტოების გადაღება პირდაპირ ტელეფონიდან ან ტაბლეტიდან, პატრონისთვის ფოტოების ბმულის გაგზავნა და სწრაფი ანგარიშსწორება სალაროში.
ბიზნესი, მარაგი და ანგარიშგება
სამედიცინო მასალებისა და მედიკამენტების აღრიცხვა, ვადების კონტროლი და ავტომატური ჩამოწერა.
კლინიკის შიდა სამედიცინო მარაგების მართვა FEFO პრინციპით (ჯერ ის იხარჯება, რისი ვადაც ადრე იწურება): პარტიებისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი, მასალის ავტომატური ჩამოწერა ჩატარებული მკურნალობიდან, ოპერაციიდან და პროფილაქტიკიდან, შიდა მოხმარების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და გადაადგილება ფილიალებს შორის.
ზოომაღაზიისა და ვეტაფთიაქის სწრაფი გაყიდვები, ინვენტარიზაცია და მომწოდებლები.
სავაჭრო ნაწილის სრული მართვა: გატარება შტრიხკოდ-სკანერით, ნაღდი, საბანკო და ტერმინალით გადახდა, ფასდაკლებები და დაბრუნებები, შეფუთვით ან ცალობით გაყიდვა. მოიცავს ფიზიკურ ინვენტარიზაციას, მომწოდებლებისგან შესყიდვებს კონსიგნაციისა და დავალიანების კონტროლით, და დღის სალაროს დახურვას: რამდენი შემოვიდა, რა მეთოდით და რომელ საათებში.
კლინიკის მომსახურებების ერთიანი კატალოგი და მიმართულებებზე მიბმული ტარიფები.
ცენტრალიზებული პრაისლისტი, რომელიც აერთიანებს ამბულატორიას, ქირურგიას, ლაბორატორიას, სტაციონარს, სასტუმროსა და გრუმინგს. მომსახურებები დაჯგუფებულია კატეგორიებად (კონსულტაცია, მანიპულაცია, ოპერაცია და სხვა), რაც გამორიცხავს ფასის ხელით შეყვანას. ჩანაწერზე ფასი იყინება, ამიტომ პრაისის შეცვლა ძველ ანგარიშებს არ შეეხება.
პრეპარატების დოზირება, უკუჩვენებები და სახეობების ფიზიოლოგიური ნორმები.
ექიმის საცნობარო ბაზა: პრეპარატის დოზა სახეობისა და წონის მიხედვით, უკუჩვენებები და ურთიერთქმედებები, სახეობების ფიზიოლოგიური ნორმები (ტემპერატურა, პულსი, სუნთქვა), ლაბორატორიული ინტერვალები და დაავადებების აღწერები. კლინიკას შეუძლია პლატფორმის ჩანაწერი თავისთვის მოირგოს და საკუთარი ჩანაწერები დაამატოს.
მზა სამკურნალო ნაკრებები, დანიშნულების პროტოკოლები და პროფილაქტიკის სია.
ტიპური დიაგნოზებისთვის მზა სამკურნალო შაბლონები: მანიპულაციები და მასალები ბარათში ერთი დაწკაპუნებით ემატება, რაც დროს ზოგავს და მკურნალობის სტანდარტს იცავს. იქვე ინახება დანიშნულების მზა პროტოკოლები და პროფილაქტიკის პროდუქტების სია, საიდანაც შემდეგი ვადა ავტომატურად გამოითვლება.
ბიზნესის სრული სურათი: პიკური საათები, შემოსავლები, მოვალეები და ABC ანალიზი.
მმართველობითი გადაწყვეტილებები რეალურ ციფრებზე დაყრდნობით: კლინიკის პიკური საათები და კვირის დატვირთული დღეები, ჩანიშვნების შესრულება და გამოუცხადებლობა (No-show), დებიტორული დავალიანებები, შემოსავლები მიმართულებების მიხედვით, სტაციონარის დატვირთვა, მარაგების მოძრაობა და ABC ანალიზი. თითოეულ ანგარიშს აქვს პერიოდის ფილტრი და ცხრილად ჩამოტვირთვა.
ყველა პაკეტში შედის
პაციენტის სრული ციფრული ისტორია და საერთაშორისო VeNom კოდები.
ჩატარებული მანიპულაციების ერთიანი რეესტრი კლინიკის მასშტაბით.
პატრონების ბაზა, ოჯახები რამდენიმე ცხოველით, SMS და ელფოსტა.
გადახდები, დავალიანებები და დღის სალარო ერთ ადგილას.
თანამშრომელთა როლები, წვდომის დონეები და ცვლილებების ჟურნალი.
დროებითი წვდომა მოწვეული სპეციალისტისთვის და ბმული პატრონისთვის.
მოკლე პასუხები სისტემის გამოყენების, პაკეტებისა და მონაცემების შესახებ.
არა. ვეტმენი მუშაობს ბრაუზერში, გამოსაყენებლად საჭიროა მხოლოდ ინტერნეტთან კავშირი. თუ გსურთ, ტელეფონზე და კომპიუტერზე მარტივ აპადაც შეგიძლიათ დააყენოთ პირდაპირ ბრაუზერიდან: ღილაკი მომხმარებლის მენიუშია, აპების მაღაზიიდან ჩამოტვირთვა საჭირო არ არის.
ვეტერინარული კლინიკისა და კაბინეტის, ცხოველთა სასტუმროს, თავშესაფრის, სტაციონარის, გრუმინგის სალონისა და მაღაზიისთვის. შესაბამისი პაკეტების შემადგენლობა და ფასები მოცემულია ზემოთ.
PIMS (Practice Information Management System) არის ვეტერინარული პრაქტიკის მართვის სისტემა, ანუ პროგრამა, რომელშიც ერთ ადგილას ინახება ცხოველისა და პატრონის მონაცემები, ვიზიტები, მკურნალობა, მოვლა, მარაგები, გაყიდვები და ფინანსები. საზღვარგარეთ ვეტერინარული დაწესებულებები ასეთ სისტემებს ფართოდ იყენებენ ქაღალდის ჟურნალისა და Excel-ის ნაცვლად. ვეტმენი ასეთი სისტემაა, ქართულ ენაზე, და გამოდგება კლინიკისთვის, ცხოველთა სასტუმროსა და თავშესაფრისთვის, ასევე გრუმინგის სალონისა და მაღაზიისთვისაც.
დიახ. შეგიძლიათ აირჩიოთ მზა პაკეტი და დაამატოთ მოდულები ან გაზარდოთ ტევადობის დონე. პაკეტში შემავალი მოდულების ამოღება არ არის შესაძლებელი.
თანამშრომლების, ცხოველებისა და კონტაქტების რაოდენობის ლიმიტებსა და ფაილების შესანახ სივრცეს. შეგიძლიათ შეინარჩუნოთ პაკეტის საბაზისო დონე ან აირჩიოთ უფრო მაღალი; საბაზისოზე დაბალი დონე ხელმისაწვდომი არ არის.
დიახ. მოდულების დამატება ან ტევადობის დონის ცვლილება ცვლის პაკეტის ღირებულებას.
მონაცემები ინახება სერვერზე და მათთან მუშაობთ აპლიკაციაში, ბრაუზერის საშუალებით. პროგრამის გამოყენება ერთ კონკრეტულ კომპიუტერზე არ არის მიბმული.
შესვლა დაცულია პაროლით, რომელიც ღია ტექსტით არასოდეს ინახება - მოწმდება მხოლოდ მისი კრიპტოგრაფიული ჰეში. ახალი პაროლი დამატებით მოწმდება ცნობილ გაჟონილ პაროლებთან, სესიას ვადა აქვს, თითოეული თანამშრომლის წვდომა კი როლებითა და უფლებებით განისაზღვრება. სისტემაში შესრულებული ცვლილებები აუდიტის ჟურნალში აღირიცხება.
არა. აპლიკაცია მხარს უჭერს თანამშრომლების როლებსა და უფლებებს, რომ სხვადასხვა თანამშრომელს საქმიანობის შესაბამის ფუნქციებზე ჰქონდეს წვდომა.
მონაცემების გადატანის შესაძლებლობა და მოცულობა ინდივიდუალურად განიხილება, არსებული ბაზის ფორმატის მიხედვით.
დემო ვერსია ხელმისაწვდომია: გახსენით სადემონსტრაციო გარემო ↗
აირჩიეთ პაკეტი და კონფიგურაცია, შექმენით ორგანიზაცია და დაადასტურეთ ელფოსტა.
დემოში რვავე პაკეტი გახსნილია სანიმუშო მონაცემებით. რეგისტრაცია არ სჭირდება.