რეგისტრაცია

ნაკლები ძებნა და განმეორებითი სამუშაო

რატომ უნდა აირჩიოთ ვეტმენი?

პაციენტის ისტორია, ვიზიტები, მარაგები და ფინანსები ერთ ქართულენოვან სისტემაში. ვეტმენი გეხმარებათ, მოაწესრიგოთ ყოველდღიური საქმეები და გუნდმა საერთო ინფორმაციით იმუშაოს.

  • ქართული ინტერფეისი
  • კომპიუტერი და ტელეფონი
  • დემო რეგისტრაციის გარეშე

რა არის PIMS და რატომ გჭირდებათ?

PIMS (Practice Information Management System) ვეტერინარული საქმიანობის მართვის სისტემაა. ის პაციენტის ჩანაწერებს, ვიზიტებს, მკურნალობასა და ანგარიშსწორებას ერთმანეთთან აკავშირებს.

მისი სარგებელი ყოველდღიურ მუშაობაში ჩანს: საჭირო ისტორიას პაციენტის ბარათში პოულობთ, გუნდი ვიზიტის მიმდინარეობას ხედავს, აღრიცხული მომსახურება და გადახდები კი საქმიანობის შეფასებაში გეხმარებათ. ვეტმენი ასეთი სისტემაა, ქართული და ინგლისური ინტერფეისით.

პაციენტი
  • ისტორია
  • ვიზიტები
  • მომსახურება
  • ანგარიში

რას გიმარტივებთ ვეტმენი?

რეალური ინტერფეისი

პაციენტის ისტორიას სწრაფად ეცნობით

წინა ვიზიტები, კვლევები და დანიშნულებები პაციენტის ბარათთანაა დაკავშირებული. განმეორებით მიღებაზე უკვე აღრიცხული ინფორმაცია ხელთ გაქვთ.

მზა შაბლონებით ტიპურ პროცედურებსა და მასალებს ხელახლა აკრეფის გარეშე ამატებთ.

ვეტმენის პაციენტის ბარათი ქართულად, სინთეზური პაციენტის მონაცემებითვეტმენის პაციენტის ბარათი ქართულად, სინთეზური პაციენტის მონაცემებითსურათის გადიდება
1პაციენტის ისტორია2მიმდინარე ჩანაწერები
პაციენტის ბარათიისტორია და მიმდინარე ჩანაწერები პაციენტთან ერთადაა თავმოყრილი.
რეალური ინტერფეისი

მთელი გუნდი ხედავს, რა ეტაპზეა ვიზიტი

კალენდარი დაგეგმილ ვიზიტებს აჩვენებს. სამუშაო დაფაზე კი ჩანს, ვინ ელოდება, ვინ არის ექიმთან და ვინ გადავიდა ანგარიშსწორებაზე.

ადმინისტრაციასა და ექიმს დღის ორგანიზებისთვის საერთო სურათი აქვთ.

ვეტმენის ვიზიტების კალენდარი ქართულად, სინთეზური ჩანიშვნებითვეტმენის ვიზიტების კალენდარი ქართულად, სინთეზური ჩანიშვნებითსურათის გადიდება
1დაგეგმილი ვიზიტები2დღე, კვირა, თვე
ვიზიტების კალენდარიდაგეგმილი ვიზიტები ერთ ხედშია, რომ დღის ორგანიზება გაგიმარტივდეთ.
რეალური ინტერფეისი

ნაკლები ხელით აღრიცხვა, მეტი კონტროლი

მომსახურებას ერთიანი ფასებით აღრიცხავთ. შესაბამის პროცესებში გამოყენებული მასალები მარაგიდან ავტომატურად ჩამოიწერება.

შეგიძლიათ შეამოწმოთ ნაშთები და ვადები, გადახდები და დავალიანებები; ანგარიშებში კი შეაფასოთ დატვირთვა და შემოსავლები.

ვეტმენის მარაგების გვერდი ქართულად, სინთეზური პროდუქტებითა და ნაშთებითვეტმენის მარაგების გვერდი ქართულად, სინთეზური პროდუქტებითა და ნაშთებითსურათის გადიდება
1მარაგის ნაშთი2ვარგისიანობის ვადა
მარაგების აღრიცხვამედიკამენტებისა და მასალების ნაშთები და ვადები სამუშაო ეკრანზევე ჩანს.

წარმოდგენილია აპლიკაციის რეალური ინტერფეისი. მონაცემები გენერირებულია ავტომატურად.
ეკრანის სურათები ასახავს პროგრამას გადაღების მომენტში. ვეტმენი მუდმივად ვითარდება; მიმდინარე ინტერფეისი და შესაძლებლობები ნახეთ დემოში.

ერთი ვიზიტი, ოთხი დაკავშირებული ნაბიჯი

  1. ჩაწერეთ

    დაგეგმეთ ვიზიტი კალენდარში, რომ გუნდმა იცოდეს, ვის ელოდება.

  2. მიიღეთ პაციენტი

    გაეცანით ისტორიას და დაამატეთ ახალი კლინიკური ჩანაწერები.

  3. აღრიცხეთ მომსახურება

    ვიზიტს დაუკავშირეთ ჩატარებული მომსახურება, გამოყენებული მასალები და გადახდა.

  4. გააგრძელეთ ზრუნვა

    შემდეგ მიღებაზე წინა ვიზიტის ინფორმაცია უკვე პაციენტის ისტორიაში დაგხვდებათ.

რატომ სწორედ ვეტმენი?

თქვენი სამუშაო, ქართულად

ინტერფეისი და სამუშაო ფუნქციები ქართულადაა ხელმისაწვდომი. გუნდს ყოველდღიურ საქმიანობაში უცხოენოვანი ტერმინების გაშიფვრა ნაკლებად სჭირდება. სურვილის შემთხვევაში ინგლისურ ენაზეც მუშაობთ.

წვდომა იქიდან, სადაც მუშაობთ

გამოიყენეთ კომპიუტერი, ტაბლეტი ან ტელეფონი. ვეტმენი ბრაუზერში იხსნება და ინტერნეტთან კავშირს საჭიროებს. ექიმს გამოძახებებისა და მძღოლს ტრანსპორტირების ეკრანი ტელეფონზე აქვს, მისამართი რუკის წერტილით.

თითოეულ თანამშრომელს თავისი წვდომა

ექიმის, ადმინისტრატორისა და ხელმძღვანელის უფლებები მოვალეობების მიხედვით განსაზღვრეთ. გუნდი საერთო სისტემაში მუშაობს, შესაბამისი წვდომებით.

პაკეტი თქვენი საქმიანობისთვის

აირჩიეთ საჭირო მოდულებისა და გუნდის ზომის შესაბამისი პაკეტი. საქმიანობის ზრდასთან ერთად შეგიძლიათ დაამატოთ მოდულები ან გაზარდოთ ლიმიტები.

კითხვები დაწყებამდე

პატარა პრაქტიკასაც გამოადგება?

დიახ. პაციენტის ისტორიის, ვიზიტებისა და გადახდების მოწესრიგება ინდივიდუალური პრაქტიკისთვისაც სასარგებლოა. არჩევისას გაითვალისწინეთ საჭირო მოდულები და ლიმიტები.

პროგრამის დაყენება მჭირდება?

არა. მუშაობისთვის ბრაუზერი და ინტერნეტთან კავშირი საკმარისია.

ყველა აღწერილი შესაძლებლობა ყველა პაკეტში შედის?

არა. ხელმისაწვდომი მოდულები არჩეულ პაკეტზეა დამოკიდებული. მათი შემადგენლობა ფასების გვერდზეა მითითებული. SMS-ის გაგზავნის საფასური ცალკეა.

არჩევამდე შემიძლია სისტემის გამოცდა?

დიახ. დემოში შეგიძლიათ გაეცნოთ პაციენტის ბარათს, კალენდარსა და სხვა სამუშაო ინსტრუმენტებს. პაკეტის შერჩევაში დახმარებისთვის დაგვიკავშირდით.

გამოსცადეთ თქვენი სამუშაო დღის მაგალითზე

იპოვეთ პაციენტი, გაეცანით ისტორიას და ნახეთ დაგეგმილი ვიზიტები. თავად შეაფასეთ, როგორ მოერგება ვეტმენი თქვენს საქმიანობას.

გამოსცადეთ დემო

დემოს ნახვას რეგისტრაცია არ სჭირდება.