რეგისტრაცია
← ყველა პაკეტი
პაკეტები და ფასები

კაბინეტი

კერძო ვეტერინარისა და მცირე კაბინეტისთვის. აღრიცხავთ ჩანიშვნებსა და ვიზიტებს, მართავთ მარაგს.

14-დღიანი საცდელი პერიოდი

საბაზისო ტევადობა

თანამშრომლების, ცხოველების, კონტაქტებისა და საცავის ლიმიტები. შესაძლებელია საბაზისო ან უფრო მაღალი დონე.

3თანამშრომელი
1,000ცხოველი
500კონტაქტი
3 GBსაცავი

პაკეტში შემავალი მოდულები

ქვემოთ აღწერილია პაკეტის საბაზისო შემადგენლობა. რეგისტრაციისას შესაძლებელია დამატებითი მოდულების არჩევა.

01

ამბულატორია

პაციენტთა მიღება, ვიზიტების ჩანიშვნა და კლინიკის სამუშაო ნაკადის მართვა.

+

ინტერაქციული სამუშაო დაფა ოთხ ეტაპად ასახავს პაციენტის სტატუსს: მოსაცდელში, ექიმთან, ანგარიშსწორებაზე, დასრულებული. მოიცავს წინასწარი ჩაწერის კალენდარს დღის, კვირისა და თვის ხედით, სერიულ (განმეორებად) ვიზიტებს, მიღების პრიორიტეტის (ტრიაჟის) მითითებას, დისტანციურ კონსულტაციებსა და უპატრონო ცხოველის სწრაფ რეგისტრაციას.

02

ლაბორატორია

ანალიზების მართვა, სინჯების შტრიხკოდირება, დინამიკის ანალიზი და პარტნიორ ლაბორატორიებთან მუშაობა.

+

კვლევების მართვა როგორც შიდა აპარატურით, ისე გარე ლაბორატორიასთან: ყოველ გაგზავნილ ანალიზზე მიუთითებთ, კლიენტი კლინიკას უხდის თუ პირდაპირ პარტნიორს, და პარტნიორის გვერდზე თვის ჩამონათვალს ხედავთ. მოიცავს სინჯების შტრიხკოდების ბეჭდვას, სახეობის, სქესისა და ასაკის მიხედვით მორგებულ ნორმებს კრიტიკული მნიშვნელობის აღნიშვნით, წინა ანალიზებთან შედარებასა და ტრენდის გრაფიკს, ექვს სპეციალიზებულ ოქმს და დასკვნის გაგზავნას პატრონის ელფოსტაზე.

03

მარაგები

სამედიცინო მასალებისა და მედიკამენტების აღრიცხვა, ვადების კონტროლი და ავტომატური ჩამოწერა.

+

კლინიკის შიდა სამედიცინო მარაგების მართვა FEFO პრინციპით (ჯერ ის იხარჯება, რისი ვადაც ადრე იწურება): პარტიებისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი, მასალის ავტომატური ჩამოწერა ჩატარებული მკურნალობიდან, ოპერაციიდან და პროფილაქტიკიდან, შიდა მოხმარების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და გადაადგილება ფილიალებს შორის.

04

დანიშნულებები

ჭკვიანი რეცეპტები წონაზე გამოთვლილი დოზებით და წამლების თავსებადობის კონტროლით.

+

წამლის გამოწერისას სისტემა ავტომატურად ითვლის დოზას წონის მიხედვით (მგ/კგ) და აფრთხილებს წამლების ურთიერთქმედებებზე. ჩაშენებულია ჯიშობრივი გენეტიკური მგრძნობელობის კონტროლი (MDR1 მუტაცია, მწევრებისთვის ანესთეტიკების შეზღუდვა). მხარდაჭერილია კლინიკის მზა პროტოკოლები და რეცეპტის გაგზავნა პატრონის ელფოსტაზე.

05

პროფილაქტიკა

ვაქცინაციებისა და პარაზიტოლოგიის ციფრული პასპორტი და ოფიციალური სერტიფიკატი.

+

პაციენტის პროფილაქტიკური ისტორია: სისტემა თვითონ ითვლის შემდეგი ვაქცინაციისა თუ დამუშავების ვადას, მარაგიდან ჩამოწერს დოზას პარტიის მითითებით და აგენერირებს ოფიციალურ დასაბეჭდ სერტიფიკატს. მეპატრონეს შეხსენებას SMS-ით ან ელფოსტით უგზავნით.

06

სერვისები და ფასები

კლინიკის მომსახურებების ერთიანი კატალოგი და მიმართულებებზე მიბმული ტარიფები.

+

ცენტრალიზებული პრაისლისტი, რომელიც აერთიანებს ამბულატორიას, ქირურგიას, ლაბორატორიას, სტაციონარს, სასტუმროსა და გრუმინგს. მომსახურებები დაჯგუფებულია კატეგორიებად (კონსულტაცია, მანიპულაცია, ოპერაცია და სხვა), რაც გამორიცხავს ფასის ხელით შეყვანას. ჩანაწერზე ფასი იყინება, ამიტომ პრაისის შეცვლა ძველ ანგარიშებს არ შეეხება.

07

რეპორტები

ბიზნესის სრული სურათი: პიკური საათები, შემოსავლები, მოვალეები და ABC ანალიზი.

+

მმართველობითი გადაწყვეტილებები რეალურ ციფრებზე დაყრდნობით: კლინიკის პიკური საათები და კვირის დატვირთული დღეები, ჩანიშვნების შესრულება და გამოუცხადებლობა (No-show), დებიტორული დავალიანებები, შემოსავლები მიმართულებების მიხედვით, სტაციონარის დატვირთვა, მარაგების მოძრაობა და ABC ანალიზი. თითოეულ ანგარიშს აქვს პერიოდის ფილტრი და ცხრილად ჩამოტვირთვა.

აპლიკაცია მოქმედებაში

პაკეტის შესაბამისი სამუშაო სივრცეები რეალური ინტერფეისიდან.

სხვა პაკეტები

ფასები და შემადგენლობა აღებულია მიმდინარე კატალოგიდან. წლიური გადახდისას მოქმედებს ათი თვის ღირებულება.

რეგისტრაცია და საცდელი პერიოდი

აირჩიეთ პაკეტი და კონფიგურაცია, შექმენით ორგანიზაცია და დაადასტურეთ ელფოსტა.

ამ პაკეტის არჩევა →14-დღიანი საცდელი პერიოდი

ნახეთ მოქმედებაში

დემოში რვავე პაკეტი გახსნილია სანიმუშო მონაცემებით. რეგისტრაცია არ სჭირდება.

დემო ვერსია ↗