რეგისტრაცია
ვეტერინარული საქმიანობის მართვის სისტემა

სამუშაო პროცესები და მონაცემები ერთ სისტემაში.

ვეტმენი აერთიანებს ცხოველების ჩანაწერებს, ვიზიტებს, მკურნალობას, მოვლას, მარაგებს, გაყიდვებსა და ფინანსებს. კონფიგურაცია ირჩევა საქმიანობის ტიპისა და გუნდის საჭიროებების მიხედვით.

14-დღიანი საცდელი პერიოდი
demo.vetman.app
სამუშაო დაფა
სამუშაო დაფარეალური ინტერფეისი

რას მოიცავს სისტემა

სისტემის ძირითადი ფუნქციონალი ოთხ მიმართულებადაა დაყოფილი. ხელმისაწვდომი მოდულები შერჩეულ პაკეტსა და კონფიგურაციაზეა დამოკიდებული.

ცხოველები და სამედიცინო ჩანაწერები

პაციენტის ან ბინადრის ძირითადი მონაცემები და სრული ისტორია.

  • ამბულატორია და ვიზიტები
  • ლაბორატორია და ქირურგია
  • დანიშნულებები და პროფილაქტიკა

მოვლა და განთავსება

ცხოველის ყოფნის, მოვლისა და პასუხისმგებელი გუნდის აღრიცხვა.

  • სასტუმრო და ჯავშნები
  • სტაციონარი
  • თავშესაფარი და გაშვილება

მარაგები და გაყიდვები

პროდუქციის მოძრაობა მიღებიდან გამოყენებამდე ან გაყიდვამდე.

  • პარტიები და ვადები
  • შესყიდვები და მომწოდებლები
  • მაღაზია და POS

გუნდი, ფინანსები და ანგარიშგება

წვდომები, გადახდები და საქმიანობის შედეგები.

  • როლები და უფლებები
  • სერვისები და ანგარიშსწორება
  • ოპერაციული და ფინანსური ანგარიშები

15 მოდულის სრული აღწერა ↓

რომელი საქმიანობებისთვისაა განკუთვნილი

ერთ სისტემაში შეიძლება გამოიყენოთ ერთი ან რამდენიმე მიმართულება.

მოარგეთ თქვენს საქმიანობას

აირჩიეთ პაკეტი და მოარგეთ გუნდის საჭიროებებს.

აირჩიეთ პაკეტი

მზა შემადგენლობა თქვენი საქმიანობისთვის.

დაამატეთ მოდულები

თუ პაკეტის მოდულებს მიღმა დამატებითი ფუნქციები გჭირდებათ.

გაზარდეთ ტევადობა

თუ თანამშრომლების, ცხოველების, კონტაქტების ან საცავის უფრო მაღალი ლიმიტები გჭირდებათ.

პაკეტები და ფასები

აირჩიეთ თქვენი საქმიანობის შესაბამისი პაკეტი.

14-დღიანი საცდელი პერიოდი12 თვე - 10 თვის ფასად

კლინიკური საქმიანობა

კაბინეტი

კერძო ვეტერინარისა და მცირე კაბინეტისთვის.

49 ლარი / თვე

490 ლარი / წელი

ლიმიტები და მოდულები

ლიმიტები

თანამშრომლები
3
ცხოველები
1,000
საცავი
3 GB

მოდულები

  • ამბულატორია
  • ლაბორატორია
  • მარაგები
  • დანიშნულებები
  • პროფილაქტიკა
  • სერვისები და ფასები
  • რეპორტები

კლინიკა

ვეტერინარული კლინიკისთვის.

149 ლარი / თვე

1490 ლარი / წელი

ლიმიტები და მოდულები

ლიმიტები

თანამშრომლები
20
ცხოველები
20,000
საცავი
20 GB

მოდულები

  • ამბულატორია
  • ლაბორატორია
  • ქირურგია
  • მარაგები
  • დანიშნულებები
  • პროფილაქტიკა
  • სერვისები და ფასები
  • ცნობარი
  • შაბლონები
  • რეპორტები

ცენტრი

დიდი ვეტერინარული ცენტრისთვის.

259 ლარი / თვე

2590 ლარი / წელი

ლიმიტები და მოდულები

ლიმიტები

თანამშრომლები
50
ცხოველები
50,000
საცავი
50 GB

მოდულები

  • ამბულატორია
  • ლაბორატორია
  • ქირურგია
  • სტაციონარი
  • გრუმინგი
  • მარაგები
  • მაღაზია
  • დანიშნულებები
  • პროფილაქტიკა
  • სერვისები და ფასები
  • ცნობარი
  • შაბლონები
  • რეპორტები

სპეციალიზებული მიმართულებები

თავშესაფარი

ცხოველთა თავშესაფრისთვის, უფასოდ.

უფასო

თვიური გადასახადის გარეშე

ლიმიტები და მოდულები

ლიმიტები

თანამშრომლები
5
ცხოველები
3,000
საცავი
5 GB

მოდულები

  • თავშესაფარი
  • მარაგები
  • დანიშნულებები
  • პროფილაქტიკა
  • შაბლონები

სასტუმრო

ცხოველთა სასტუმროსთვის.

39 ლარი / თვე

390 ლარი / წელი

ლიმიტები და მოდულები

ლიმიტები

თანამშრომლები
5
ცხოველები
3,000
საცავი
5 GB

მოდულები

  • სასტუმრო
  • სერვისები და ფასები
  • რეპორტები

სტაციონარი

ცხოველთა სტაციონარისთვის.

79 ლარი / თვე

790 ლარი / წელი

ლიმიტები და მოდულები

ლიმიტები

თანამშრომლები
10
ცხოველები
10,000
საცავი
10 GB

მოდულები

  • ლაბორატორია
  • სტაციონარი
  • მარაგები
  • დანიშნულებები
  • პროფილაქტიკა
  • სერვისები და ფასები
  • ცნობარი
  • შაბლონები
  • რეპორტები

მაღაზია

ზოო- და ვეტმაღაზიისთვის.

49 ლარი / თვე

490 ლარი / წელი

ლიმიტები და მოდულები

ლიმიტები

თანამშრომლები
5
ცხოველები
3,000
საცავი
5 GB

მოდულები

  • მაღაზია
  • რეპორტები

სალონი

გრუმინგის სალონისთვის.

49 ლარი / თვე

490 ლარი / წელი

ლიმიტები და მოდულები

ლიმიტები

თანამშრომლები
5
ცხოველები
3,000
საცავი
5 GB

მოდულები

  • გრუმინგი
  • სერვისები და ფასები
  • რეპორტები

მოდულები

გახსენით მიმართულება და ნახეთ მოდულების აღწერა. პაკეტების შემადგენლობა მოცემულია ფასების ნაწილში.

სამედიცინო მუშაობა

ამბულატორია · ლაბორატორია · ქირურგია · დანიშნულებები · პროფილაქტიკა · სტაციონარი

6 მოდული

ამბულატორია

პაციენტთა მიღება, ვიზიტების ჩანიშვნა და კლინიკის სამუშაო ნაკადის მართვა.

ინტერაქციული სამუშაო დაფა ოთხ ეტაპად ასახავს პაციენტის სტატუსს: მოსაცდელში, ექიმთან, ანგარიშსწორებაზე, დასრულებული. მოიცავს წინასწარი ჩაწერის კალენდარს დღის, კვირისა და თვის ხედით, სერიულ (განმეორებად) ვიზიტებს, მიღების პრიორიტეტის (ტრიაჟის) მითითებას, დისტანციურ კონსულტაციებსა და უპატრონო ცხოველის სწრაფ რეგისტრაციას.

ლაბორატორია

ანალიზების მართვა, სინჯების შტრიხკოდირება, დინამიკის ანალიზი და პარტნიორ ლაბორატორიებთან მუშაობა.

კვლევების მართვა როგორც შიდა აპარატურით, ისე გარე ლაბორატორიასთან: ყოველ გაგზავნილ ანალიზზე მიუთითებთ, კლიენტი კლინიკას უხდის თუ პირდაპირ პარტნიორს, და პარტნიორის გვერდზე თვის ჩამონათვალს ხედავთ. მოიცავს სინჯების შტრიხკოდების ბეჭდვას, სახეობის, სქესისა და ასაკის მიხედვით მორგებულ ნორმებს კრიტიკული მნიშვნელობის აღნიშვნით, წინა ანალიზებთან შედარებასა და ტრენდის გრაფიკს, ექვს სპეციალიზებულ ოქმს და დასკვნის გაგზავნას პატრონის ელფოსტაზე.

ქირურგია

ოპერაციების დაგეგმვა, ოპერაციამდელი შემოწმების ფურცელი, ანესთეზიის ოქმი და მასალების ავტო-ხარჯვა.

ქირურგიული პროცესის სრული მართვა: გუნდის გადანაწილება (ქირურგი, ანესთეზიოლოგი, ასისტენტი), ოპერაციამდელი მომზადების შემოწმების ფურცელი, ანესთეზიის ეტაპობრივი ოქმი, ინტრაოპერაციული სასიცოცხლო პარამეტრები, გართულებების აღრიცხვა და გამოღვიძების მონიტორინგი. გამოყენებული მედიკამენტები, სახარჯი მასალა და იმპლანტები ავტომატურად ჩამოიწერება მარაგიდან და ისახება ანგარიშში.

დანიშნულებები

ჭკვიანი რეცეპტები წონაზე გამოთვლილი დოზებით და წამლების თავსებადობის კონტროლით.

წამლის გამოწერისას სისტემა ავტომატურად ითვლის დოზას წონის მიხედვით (მგ/კგ) და აფრთხილებს წამლების ურთიერთქმედებებზე. ჩაშენებულია ჯიშობრივი გენეტიკური მგრძნობელობის კონტროლი (MDR1 მუტაცია, მწევრებისთვის ანესთეტიკების შეზღუდვა). მხარდაჭერილია კლინიკის მზა პროტოკოლები და რეცეპტის გაგზავნა პატრონის ელფოსტაზე.

პროფილაქტიკა

ვაქცინაციებისა და პარაზიტოლოგიის ციფრული პასპორტი და ოფიციალური სერტიფიკატი.

პაციენტის პროფილაქტიკური ისტორია: სისტემა თვითონ ითვლის შემდეგი ვაქცინაციისა თუ დამუშავების ვადას, მარაგიდან ჩამოწერს დოზას პარტიის მითითებით და აგენერირებს ოფიციალურ დასაბეჭდ სერტიფიკატს. მეპატრონეს შეხსენებას SMS-ით ან ელფოსტით უგზავნით.

სტაციონარი

პალატებისა და გალიების მართვა, წამლების მიცემის ფურცელი (MAR) და მოვლის მონიტორინგი.

ოთახებისა და გალიების დაკავებულობა ერთ სიაში: ვინ სად წევს და სად არის თავისუფალი ადგილი. ცვლის სამუშაო დაფა პერსონალს საათობრივად უჩვენებს, რა არის გასაკეთებელი ახლა და რა დაგვიანდა, მედიკამენტების ელექტრონული ფურცელი (MAR) კი ყოველ გაცემულ დოზას აღრიცხავს. მოიცავს სასიცოცხლო პარამეტრების ჟურნალს, დღიური ტარიფის ავტომატურ დარიცხვას ტარიფის ცვლილების ჩათვლით და გაწერის ოფიციალურ ფურცელს.

სპეციალიზებული მიმართულებები

სასტუმრო · თავშესაფარი · გრუმინგი

3 მოდული

სასტუმრო

ნომრების ჯავშნები, მიღება-ჩაბარების აქტი, მოვლის ინსტრუქციები და ღამისთევის ბილინგი.

სასტუმროს ნომრებისა და საცხოვრებელი სივრცეების მართვა: ჯავშანი, მიღება და გაშვება, დასაბეჭდი მიღება-ჩაბარების აქტი, კვებისა და გასეირნების დღიური ჟურნალი, სასტუმროში ყოფნისას სამედიცინო მომსახურების ჩანიშვნა და ფოტოების გაზიარება პატრონისთვის დროებითი ბმულით. ღამეები და დამატებითი მომსახურება ავტომატურად ისახება ანგარიშში.

თავშესაფარი

მიუსაფარი ცხოველების რეგისტრაცია, ჩიპირება და გაშვილების ხელშეკრულება.

სპეციალურად თავშესაფრებისთვის შექმნილი უფასო მოდული: მიღების აღრიცხვა მიზეზითა და მდგომარეობით, მიკროჩიპის ნომერი, ფოტოები და ჯანმრთელობის მეთვალყურეობა. გაშვილების ეტაპზე გენერირდება ოფიციალური ხელშეკრულება და გაშვილების ბარათი ცხოველის სრული ისტორიით, დაბრუნებისა და გაუქმების ჩათვლით.

გრუმინგი

სესიების კალენდარი, მოვლის პაკეტები და Before/After ფოტოების გაზიარება პატრონისთვის.

გრუმინგ-სერვისების მენეჯმენტი: სესიების ჩანიშვნა ოსტატისა და დროის მიხედვით, მზა პაკეტები (ბანაობა, ჰიგიენა, შეჭრა), Before/After ფოტოების გადაღება პირდაპირ ტელეფონიდან ან ტაბლეტიდან, პატრონისთვის ფოტოების ბმულის გაგზავნა და სწრაფი ანგარიშსწორება სალაროში.

ბიზნესი, მარაგი და ანგარიშგება

მარაგები · მაღაზია · სერვისები და ფასები · ცნობარი · შაბლონები · რეპორტები

6 მოდული

მარაგები

სამედიცინო მასალებისა და მედიკამენტების აღრიცხვა, ვადების კონტროლი და ავტომატური ჩამოწერა.

კლინიკის შიდა სამედიცინო მარაგების მართვა FEFO პრინციპით (ჯერ ის იხარჯება, რისი ვადაც ადრე იწურება): პარტიებისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი, მასალის ავტომატური ჩამოწერა ჩატარებული მკურნალობიდან, ოპერაციიდან და პროფილაქტიკიდან, შიდა მოხმარების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და გადაადგილება ფილიალებს შორის.

მაღაზია

ზოომაღაზიისა და ვეტაფთიაქის სწრაფი გაყიდვები, ინვენტარიზაცია და მომწოდებლები.

სავაჭრო ნაწილის სრული მართვა: გატარება შტრიხკოდ-სკანერით, ნაღდი, საბანკო და ტერმინალით გადახდა, ფასდაკლებები და დაბრუნებები, შეფუთვით ან ცალობით გაყიდვა. მოიცავს ფიზიკურ ინვენტარიზაციას, მომწოდებლებისგან შესყიდვებს კონსიგნაციისა და დავალიანების კონტროლით, და დღის სალაროს დახურვას: რამდენი შემოვიდა, რა მეთოდით და რომელ საათებში.

სერვისები და ფასები

კლინიკის მომსახურებების ერთიანი კატალოგი და მიმართულებებზე მიბმული ტარიფები.

ცენტრალიზებული პრაისლისტი, რომელიც აერთიანებს ამბულატორიას, ქირურგიას, ლაბორატორიას, სტაციონარს, სასტუმროსა და გრუმინგს. მომსახურებები დაჯგუფებულია კატეგორიებად (კონსულტაცია, მანიპულაცია, ოპერაცია და სხვა), რაც გამორიცხავს ფასის ხელით შეყვანას. ჩანაწერზე ფასი იყინება, ამიტომ პრაისის შეცვლა ძველ ანგარიშებს არ შეეხება.

ცნობარი

პრეპარატების დოზირება, უკუჩვენებები და სახეობების ფიზიოლოგიური ნორმები.

ექიმის საცნობარო ბაზა: პრეპარატის დოზა სახეობისა და წონის მიხედვით, უკუჩვენებები და ურთიერთქმედებები, სახეობების ფიზიოლოგიური ნორმები (ტემპერატურა, პულსი, სუნთქვა), ლაბორატორიული ინტერვალები და დაავადებების აღწერები. კლინიკას შეუძლია პლატფორმის ჩანაწერი თავისთვის მოირგოს და საკუთარი ჩანაწერები დაამატოს.

შაბლონები

მზა სამკურნალო ნაკრებები, დანიშნულების პროტოკოლები და პროფილაქტიკის სია.

ტიპური დიაგნოზებისთვის მზა სამკურნალო შაბლონები: მანიპულაციები და მასალები ბარათში ერთი დაწკაპუნებით ემატება, რაც დროს ზოგავს და მკურნალობის სტანდარტს იცავს. იქვე ინახება დანიშნულების მზა პროტოკოლები და პროფილაქტიკის პროდუქტების სია, საიდანაც შემდეგი ვადა ავტომატურად გამოითვლება.

რეპორტები

ბიზნესის სრული სურათი: პიკური საათები, შემოსავლები, მოვალეები და ABC ანალიზი.

მმართველობითი გადაწყვეტილებები რეალურ ციფრებზე დაყრდნობით: კლინიკის პიკური საათები და კვირის დატვირთული დღეები, ჩანიშვნების შესრულება და გამოუცხადებლობა (No-show), დებიტორული დავალიანებები, შემოსავლები მიმართულებების მიხედვით, სტაციონარის დატვირთვა, მარაგების მოძრაობა და ABC ანალიზი. თითოეულ ანგარიშს აქვს პერიოდის ფილტრი და ცხრილად ჩამოტვირთვა.

ყველა პაკეტში შედის

ცხოველები და კონტაქტები · ჩანაწერები · ფინანსები · გუნდი

ცხოველები და კონტაქტები

ცხოველების, მათი პატრონებისა და სხვა კონტაქტების ერთიანი ბაზა.

ჩანაწერები და ფაილები

ცხოველის ჩანაწერები, ფოტოები და დოკუმენტები ერთ სივრცეში.

ფინანსები და გადახდები

გადახდები, დავალიანებები და დღის სალარო ერთ ადგილას.

გუნდი და წვდომის უფლებები

თანამშრომელთა როლები, წვდომის დონეები და ცვლილებების ჟურნალი.

შეტყობინებების მართვა

SMS და ელფოსტის შეტყობინებების მართვა. SMS-ის გაგზავნის საფასური ცალკეა.

ჩანაწერების გაზიარება

ჩანაწერზე კონტროლირებადი წვდომა ბმულით ან მოწვეული კონსულტანტისთვის.

სამედიცინო ფუნქციები ხელმისაწვდომია შესაბამისი კლინიკური მოდულებით.

ხშირად დასმული კითხვები

მოკლე პასუხები სისტემის გამოყენების, პაკეტებისა და მონაცემების შესახებ.

საჭიროა პროგრამის დაყენება?

არა. ვეტმენი მუშაობს ბრაუზერში, გამოსაყენებლად საჭიროა მხოლოდ ინტერნეტთან კავშირი. თუ გსურთ, ტელეფონზე და კომპიუტერზე მარტივ აპადაც შეგიძლიათ დააყენოთ პირდაპირ ბრაუზერიდან: ღილაკი მომხმარებლის მენიუშია, აპების მაღაზიიდან ჩამოტვირთვა საჭირო არ არის.

რომელი საქმიანობისთვის არის განკუთვნილი?

ვეტერინარული კლინიკისა და კაბინეტის, ცხოველთა სასტუმროს, თავშესაფრის, სტაციონარის, გრუმინგის სალონისა და მაღაზიისთვის. შესაბამისი პაკეტების შემადგენლობა და ფასები მოცემულია ზემოთ.

რა არის PIMS?

PIMS (Practice Information Management System) არის ვეტერინარული პრაქტიკის მართვის სისტემა, ანუ პროგრამა, რომელშიც ერთ ადგილას ინახება ცხოველისა და პატრონის მონაცემები, ვიზიტები, მკურნალობა, მოვლა, მარაგები, გაყიდვები და ფინანსები. საზღვარგარეთ ვეტერინარული დაწესებულებები ასეთ სისტემებს ფართოდ იყენებენ ქაღალდის ჟურნალისა და Excel-ის ნაცვლად. ვეტმენი ასეთი სისტემაა, ქართულ ენაზე, და გამოდგება კლინიკისთვის, ცხოველთა სასტუმროსა და თავშესაფრისთვის, ასევე გრუმინგის სალონისა და მაღაზიისთვისაც.

შემიძლია პაკეტი ჩემს საჭიროებებს მოვარგო?

დიახ. შეგიძლიათ აირჩიოთ მზა პაკეტი და დაამატოთ მოდულები ან გაზარდოთ ტევადობის დონე. პაკეტში შემავალი მოდულების ამოღება არ არის შესაძლებელი.

რას განსაზღვრავს ტევადობის დონე?

თანამშრომლების, ცხოველებისა და კონტაქტების რაოდენობის ლიმიტებსა და ფაილების შესანახ სივრცეს. შეგიძლიათ შეინარჩუნოთ პაკეტის საბაზისო დონე ან აირჩიოთ უფრო მაღალი; საბაზისოზე დაბალი დონე ხელმისაწვდომი არ არის.

მორგებისას პაკეტის ღირებულება იცვლება?

დიახ. მოდულების დამატება ან ტევადობის დონის ცვლილება ცვლის პაკეტის ღირებულებას.

სად ინახება ჩემი მონაცემები?

მონაცემები ინახება სერვერზე და მათთან მუშაობთ აპლიკაციაში, ბრაუზერის საშუალებით. პროგრამის გამოყენება ერთ კონკრეტულ კომპიუტერზე არ არის მიბმული.

როგორ არის დაცული ანგარიშზე წვდომა?

შესვლა დაცულია პაროლით, რომელიც ღია ტექსტით არასოდეს ინახება - მოწმდება მხოლოდ მისი კრიპტოგრაფიული ჰეში. ახალი პაროლი დამატებით მოწმდება ცნობილ გაჟონილ პაროლებთან, სესიას ვადა აქვს, თითოეული თანამშრომლის წვდომა კი როლებითა და უფლებებით განისაზღვრება. სისტემაში შესრულებული ცვლილებები აუდიტის ჟურნალში აღირიცხება.

ყველა თანამშრომელს ერთნაირი წვდომა აქვს?

არა. აპლიკაცია მხარს უჭერს თანამშრომლების როლებსა და უფლებებს, რომ სხვადასხვა თანამშრომელს საქმიანობის შესაბამის ფუნქციებზე ჰქონდეს წვდომა.

შეიძლება ძველი მონაცემების გადმოტანა?

მონაცემების გადატანის შესაძლებლობა და მოცულობა ინდივიდუალურად განიხილება, არსებული ბაზის ფორმატის მიხედვით.

როგორ ვნახო დემო?

დემო ვერსია ხელმისაწვდომია: გახსენით სადემონსტრაციო გარემო ↗

დაიწყეთ ვეტმენით

ნახეთ სისტემა დემოში ან დაიწყეთ 14-დღიანი საცდელი პერიოდი.

დემოს ნახვას რეგისტრაცია არ სჭირდება.