სალონი
გრუმინგის სალონისთვის. მართავთ ჩანიშვნებს, მომსახურების პაკეტებს და გადახდებს.
საბაზისო ტევადობა
თანამშრომლების, ცხოველების, კონტაქტებისა და საცავის ლიმიტები. შესაძლებელია საბაზისო ან უფრო მაღალი დონე.
პაკეტში შემავალი მოდულები
ქვემოთ აღწერილია პაკეტის საბაზისო შემადგენლობა. რეგისტრაციისას შესაძლებელია დამატებითი მოდულების არჩევა.
01გრუმინგი
სესიების კალენდარი, მოვლის პაკეტები და Before/After ფოტოების გაზიარება პატრონისთვის.
+
გრუმინგი
სესიების კალენდარი, მოვლის პაკეტები და Before/After ფოტოების გაზიარება პატრონისთვის.
გრუმინგ-სერვისების მენეჯმენტი: სესიების ჩანიშვნა ოსტატისა და დროის მიხედვით, მზა პაკეტები (ბანაობა, ჰიგიენა, შეჭრა), Before/After ფოტოების გადაღება პირდაპირ ტელეფონიდან ან ტაბლეტიდან, პატრონისთვის ფოტოების ბმულის გაგზავნა და სწრაფი ანგარიშსწორება სალაროში.
02სერვისები და ფასები
კლინიკის მომსახურებების ერთიანი კატალოგი და მიმართულებებზე მიბმული ტარიფები.
+
სერვისები და ფასები
კლინიკის მომსახურებების ერთიანი კატალოგი და მიმართულებებზე მიბმული ტარიფები.
ცენტრალიზებული პრაისლისტი, რომელიც აერთიანებს ამბულატორიას, ქირურგიას, ლაბორატორიას, სტაციონარს, სასტუმროსა და გრუმინგს. მომსახურებები დაჯგუფებულია კატეგორიებად (კონსულტაცია, მანიპულაცია, ოპერაცია და სხვა), რაც გამორიცხავს ფასის ხელით შეყვანას. ჩანაწერზე ფასი იყინება, ამიტომ პრაისის შეცვლა ძველ ანგარიშებს არ შეეხება.
03რეპორტები
ბიზნესის სრული სურათი: პიკური საათები, შემოსავლები, მოვალეები და ABC ანალიზი.
+
რეპორტები
ბიზნესის სრული სურათი: პიკური საათები, შემოსავლები, მოვალეები და ABC ანალიზი.
მმართველობითი გადაწყვეტილებები რეალურ ციფრებზე დაყრდნობით: კლინიკის პიკური საათები და კვირის დატვირთული დღეები, ჩანიშვნების შესრულება და გამოუცხადებლობა (No-show), დებიტორული დავალიანებები, შემოსავლები მიმართულებების მიხედვით, სტაციონარის დატვირთვა, მარაგების მოძრაობა და ABC ანალიზი. თითოეულ ანგარიშს აქვს პერიოდის ფილტრი და ცხრილად ჩამოტვირთვა.
აპლიკაცია მოქმედებაში
პაკეტის შესაბამისი სამუშაო სივრცეები რეალური ინტერფეისიდან.
წარმოდგენილია აპლიკაციის რეალური ინტერფეისი. მონაცემები გენერირებულია ავტომატურად. საიტზე გამოქვეყნებული ეკრანის სურათები და აღწერები ასახავს პროგრამის მდგომარეობას გამოქვეყნების მომენტისთვის. ვეტმენი მუდმივად ვითარდება, ამიტომ მიმდინარე ინტერფეისი და ფუნქციონალი შეიძლება განსხვავდებოდეს. აქტუალურ მდგომარეობას ასახავს თავად სისტემა და დემო ვერსია.
სხვა პაკეტები
ფასები და შემადგენლობა აღებულია მიმდინარე კატალოგიდან. წლიური გადახდისას მოქმედებს ათი თვის ღირებულება.
რეგისტრაცია და საცდელი პერიოდი
აირჩიეთ პაკეტი და კონფიგურაცია, შექმენით ორგანიზაცია და დაადასტურეთ ელფოსტა.
ნახეთ მოქმედებაში
დემოში რვავე პაკეტი გახსნილია სანიმუშო მონაცემებით. რეგისტრაცია არ სჭირდება.