რეგისტრაცია
← ყველა პაკეტი
პაკეტები და ფასები

ცენტრი

დიდი ვეტერინარული ცენტრისთვის. ფარავს ყველა მიმართულებას: კლინიკას, სტაციონარს, გრუმინგს და მაღაზიას.

14-დღიანი საცდელი პერიოდი

საბაზისო ტევადობა

თანამშრომლების, ცხოველების, კონტაქტებისა და საცავის ლიმიტები. შესაძლებელია საბაზისო ან უფრო მაღალი დონე.

50თანამშრომელი
50,000ცხოველი
25,000კონტაქტი
50 GBსაცავი

პაკეტში შემავალი მოდულები

ქვემოთ აღწერილია პაკეტის საბაზისო შემადგენლობა. რეგისტრაციისას შესაძლებელია დამატებითი მოდულების არჩევა.

01

ამბულატორია

პაციენტთა მიღება, ვიზიტების ჩანიშვნა და კლინიკის სამუშაო ნაკადის მართვა.

+

ინტერაქციული სამუშაო დაფა ოთხ ეტაპად ასახავს პაციენტის სტატუსს: მოსაცდელში, ექიმთან, ანგარიშსწორებაზე, დასრულებული. მოიცავს წინასწარი ჩაწერის კალენდარს დღის, კვირისა და თვის ხედით, სერიულ (განმეორებად) ვიზიტებს, მიღების პრიორიტეტის (ტრიაჟის) მითითებას, დისტანციურ კონსულტაციებსა და უპატრონო ცხოველის სწრაფ რეგისტრაციას.

02

ლაბორატორია

ანალიზების მართვა, სინჯების შტრიხკოდირება, დინამიკის ანალიზი და პარტნიორ ლაბორატორიებთან მუშაობა.

+

კვლევების მართვა როგორც შიდა აპარატურით, ისე გარე ლაბორატორიასთან: ყოველ გაგზავნილ ანალიზზე მიუთითებთ, კლიენტი კლინიკას უხდის თუ პირდაპირ პარტნიორს, და პარტნიორის გვერდზე თვის ჩამონათვალს ხედავთ. მოიცავს სინჯების შტრიხკოდების ბეჭდვას, სახეობის, სქესისა და ასაკის მიხედვით მორგებულ ნორმებს კრიტიკული მნიშვნელობის აღნიშვნით, წინა ანალიზებთან შედარებასა და ტრენდის გრაფიკს, ექვს სპეციალიზებულ ოქმს და დასკვნის გაგზავნას პატრონის ელფოსტაზე.

03

ქირურგია

ოპერაციების დაგეგმვა, ოპერაციამდელი შემოწმების ფურცელი, ანესთეზიის ოქმი და მასალების ავტო-ხარჯვა.

+

ქირურგიული პროცესის სრული მართვა: გუნდის გადანაწილება (ქირურგი, ანესთეზიოლოგი, ასისტენტი), ოპერაციამდელი მომზადების შემოწმების ფურცელი, ანესთეზიის ეტაპობრივი ოქმი, ინტრაოპერაციული სასიცოცხლო პარამეტრები, გართულებების აღრიცხვა და გამოღვიძების მონიტორინგი. გამოყენებული მედიკამენტები, სახარჯი მასალა და იმპლანტები ავტომატურად ჩამოიწერება მარაგიდან და ისახება ანგარიშში.

04

სტაციონარი

პალატებისა და გალიების მართვა, წამლების მიცემის ფურცელი (MAR) და მოვლის მონიტორინგი.

+

ოთახებისა და გალიების დაკავებულობა ერთ სიაში: ვინ სად წევს და სად არის თავისუფალი ადგილი. ცვლის სამუშაო დაფა პერსონალს საათობრივად უჩვენებს, რა არის გასაკეთებელი ახლა და რა დაგვიანდა, მედიკამენტების ელექტრონული ფურცელი (MAR) კი ყოველ გაცემულ დოზას აღრიცხავს. მოიცავს სასიცოცხლო პარამეტრების ჟურნალს, დღიური ტარიფის ავტომატურ დარიცხვას ტარიფის ცვლილების ჩათვლით და გაწერის ოფიციალურ ფურცელს.

05

გრუმინგი

სესიების კალენდარი, მოვლის პაკეტები და Before/After ფოტოების გაზიარება პატრონისთვის.

+

გრუმინგ-სერვისების მენეჯმენტი: სესიების ჩანიშვნა ოსტატისა და დროის მიხედვით, მზა პაკეტები (ბანაობა, ჰიგიენა, შეჭრა), Before/After ფოტოების გადაღება პირდაპირ ტელეფონიდან ან ტაბლეტიდან, პატრონისთვის ფოტოების ბმულის გაგზავნა და სწრაფი ანგარიშსწორება სალაროში.

06

მარაგები

სამედიცინო მასალებისა და მედიკამენტების აღრიცხვა, ვადების კონტროლი და ავტომატური ჩამოწერა.

+

კლინიკის შიდა სამედიცინო მარაგების მართვა FEFO პრინციპით (ჯერ ის იხარჯება, რისი ვადაც ადრე იწურება): პარტიებისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი, მასალის ავტომატური ჩამოწერა ჩატარებული მკურნალობიდან, ოპერაციიდან და პროფილაქტიკიდან, შიდა მოხმარების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და გადაადგილება ფილიალებს შორის.

07

მაღაზია

ზოომაღაზიისა და ვეტაფთიაქის სწრაფი გაყიდვები, ინვენტარიზაცია და მომწოდებლები.

+

სავაჭრო ნაწილის სრული მართვა: გატარება შტრიხკოდ-სკანერით, ნაღდი, საბანკო და ტერმინალით გადახდა, ფასდაკლებები და დაბრუნებები, შეფუთვით ან ცალობით გაყიდვა. მოიცავს ფიზიკურ ინვენტარიზაციას, მომწოდებლებისგან შესყიდვებს კონსიგნაციისა და დავალიანების კონტროლით, და დღის სალაროს დახურვას: რამდენი შემოვიდა, რა მეთოდით და რომელ საათებში.

08

დანიშნულებები

ჭკვიანი რეცეპტები წონაზე გამოთვლილი დოზებით და წამლების თავსებადობის კონტროლით.

+

წამლის გამოწერისას სისტემა ავტომატურად ითვლის დოზას წონის მიხედვით (მგ/კგ) და აფრთხილებს წამლების ურთიერთქმედებებზე. ჩაშენებულია ჯიშობრივი გენეტიკური მგრძნობელობის კონტროლი (MDR1 მუტაცია, მწევრებისთვის ანესთეტიკების შეზღუდვა). მხარდაჭერილია კლინიკის მზა პროტოკოლები და რეცეპტის გაგზავნა პატრონის ელფოსტაზე.

09

პროფილაქტიკა

ვაქცინაციებისა და პარაზიტოლოგიის ციფრული პასპორტი და ოფიციალური სერტიფიკატი.

+

პაციენტის პროფილაქტიკური ისტორია: სისტემა თვითონ ითვლის შემდეგი ვაქცინაციისა თუ დამუშავების ვადას, მარაგიდან ჩამოწერს დოზას პარტიის მითითებით და აგენერირებს ოფიციალურ დასაბეჭდ სერტიფიკატს. მეპატრონეს შეხსენებას SMS-ით ან ელფოსტით უგზავნით.

10

სერვისები და ფასები

კლინიკის მომსახურებების ერთიანი კატალოგი და მიმართულებებზე მიბმული ტარიფები.

+

ცენტრალიზებული პრაისლისტი, რომელიც აერთიანებს ამბულატორიას, ქირურგიას, ლაბორატორიას, სტაციონარს, სასტუმროსა და გრუმინგს. მომსახურებები დაჯგუფებულია კატეგორიებად (კონსულტაცია, მანიპულაცია, ოპერაცია და სხვა), რაც გამორიცხავს ფასის ხელით შეყვანას. ჩანაწერზე ფასი იყინება, ამიტომ პრაისის შეცვლა ძველ ანგარიშებს არ შეეხება.

11

ცნობარი

პრეპარატების დოზირება, უკუჩვენებები და სახეობების ფიზიოლოგიური ნორმები.

+

ექიმის საცნობარო ბაზა: პრეპარატის დოზა სახეობისა და წონის მიხედვით, უკუჩვენებები და ურთიერთქმედებები, სახეობების ფიზიოლოგიური ნორმები (ტემპერატურა, პულსი, სუნთქვა), ლაბორატორიული ინტერვალები და დაავადებების აღწერები. კლინიკას შეუძლია პლატფორმის ჩანაწერი თავისთვის მოირგოს და საკუთარი ჩანაწერები დაამატოს.

12

შაბლონები

მზა სამკურნალო ნაკრებები, დანიშნულების პროტოკოლები და პროფილაქტიკის სია.

+

ტიპური დიაგნოზებისთვის მზა სამკურნალო შაბლონები: მანიპულაციები და მასალები ბარათში ერთი დაწკაპუნებით ემატება, რაც დროს ზოგავს და მკურნალობის სტანდარტს იცავს. იქვე ინახება დანიშნულების მზა პროტოკოლები და პროფილაქტიკის პროდუქტების სია, საიდანაც შემდეგი ვადა ავტომატურად გამოითვლება.

13

რეპორტები

ბიზნესის სრული სურათი: პიკური საათები, შემოსავლები, მოვალეები და ABC ანალიზი.

+

მმართველობითი გადაწყვეტილებები რეალურ ციფრებზე დაყრდნობით: კლინიკის პიკური საათები და კვირის დატვირთული დღეები, ჩანიშვნების შესრულება და გამოუცხადებლობა (No-show), დებიტორული დავალიანებები, შემოსავლები მიმართულებების მიხედვით, სტაციონარის დატვირთვა, მარაგების მოძრაობა და ABC ანალიზი. თითოეულ ანგარიშს აქვს პერიოდის ფილტრი და ცხრილად ჩამოტვირთვა.

აპლიკაცია მოქმედებაში

პაკეტის შესაბამისი სამუშაო სივრცეები რეალური ინტერფეისიდან.

სხვა პაკეტები

ფასები და შემადგენლობა აღებულია მიმდინარე კატალოგიდან. წლიური გადახდისას მოქმედებს ათი თვის ღირებულება.

რეგისტრაცია და საცდელი პერიოდი

აირჩიეთ პაკეტი და კონფიგურაცია, შექმენით ორგანიზაცია და დაადასტურეთ ელფოსტა.

ამ პაკეტის არჩევა →14-დღიანი საცდელი პერიოდი

ნახეთ მოქმედებაში

დემოში რვავე პაკეტი გახსნილია სანიმუშო მონაცემებით. რეგისტრაცია არ სჭირდება.

დემო ვერსია ↗